ევროკავშირის წარმომადგენელი - „ბრექსითის“ შეთანხმების მიღწევა თანდათან უფრო რთული ხდება

„ბრექსითის“ შეთანხმების მიღწევა თანდათან უფრო რთული ხდება. ამის შესახებ „ბრექსითის“ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა მიშელ ბარნიემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელია.

„ნათელია, რომ ნებისმიერმა შეთანხმებამ, რომელსაც მივაღწევთ, უნდა იმუშავოს ყველასთვის - მთელი დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირისთვის“,- განაცხადა ბარნიემ.

ფინეთის ევროკავშირის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ბლოკის ლიდერებმა „ბრექსითის“ გადავადების შესახებ უნდა იმსჯელონ. „როიტერსის“ ცნობით, ევროკავშირი ახალ საგანგებო სამიტს გამართავს „ბრექსითის“ შეთანხმების შესახებ.

შეგახსენებთ, ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა