ეკა ბესელია - ერთი ხელის აღებით ინდულგენციის გაცემა, რომ ვისაც რა უნდა ის აკეთოს და ყველაფერი ეპატიება, ასე სამართლებრივი  სახელმწიფო ვერ აშენდება

ერთი ხელის აღებით ინდულგენციის გაცემა, ვისაც რა უნდა, ის აკეთოს და ყველას ყველაფერი ეპატიება, ასე სამართლებრივი სახელმწიფო ვერ აშენდება, - ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა ამნისტიასთან დაკავშირებით. ბესელიას თქმით, ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს სამართლიანად და კანონის მიხედვით.

„ამ დისკუსიას რომ ვადევნებ თვალს, მართალი გითხრათ, ამ მოცემულობაში ცოტა უცნაურად ჩანს, უფრო ააშკარავებს პოლიტიკურ პარტიების შემდგომ მიზანს. წინასწარი ინდულგენციის მიცემა, რაც არ უნდა ჩაიდინო, ყველაფერი გეპატიებათ - ეს გზავნილი არ მიმაჩნია, რომ სწორია. სწორი და სამართლიანია თქვა, რომ ყველას სამართლიანად და კანონის მიხედვით მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, ასევე სწორად მიმაჩნია, რომ მოდით ჯერ შევქმნათ მყარი და ნეიტრალური მთავარი სამართლებრივი ინსტიტუტები, როგორიც არის სასამართლო და პროკურატურა, რომელმაც უნდა გამორიცხოს პოლიტიკური დევნა. პოლიტიკური დევნის გამორიცხვის პირობებში ყველამ სამართლიანად აგოს პასუხი იმაზე, რაც მას ჩადენილი აქვს. ასე ერთი ხელის აღებით ინდულგენციის გაცემა, ვისაც რა უნდა ის აკეთოს, ყველას ყველაფერი ეპატიება, ასე სამართლებრივი სახელმწიფო ვერ აშენდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა