ირაკლი კობახიძე - როგორც კი “ევროპულ საქართველოს” და “ნაცმოძრაობას” დასჭირდება, ერთმანეთთან თავიდან დაახლოვდებიან - ვხედავთ, რომ ისინი იყვნენ ერთად ურწმუნოები, შემდეგ ერთად გახდნენ მორწმუნეები

როგორც კი “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს დასჭირდება, თავიდან დაახლოვდებიან ერთმანეთთან. ვხედავთ, რომ ისინი იყვნენ ერთად ურწმუნოები, შემდეგ ერთად გახდნენ მორწმუნეები, ეს არის მათი საერთო მენტალიტეტის საკითხი, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ლიდერების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ ორ განშტოებას შორის” დაპირისპირება არსებობს, თუმცა ისინი “ერთმანეთში დალაგდებიან” .

“სანამ “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ან მეორე განშტოება მსჯელობს იმაზე, ვინ დაიჭირონ და ვინ - არა არჩევნების დასრულების შემდეგ, ჩვენ ვმუშაობთ, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. შესაბამისად, აბსულუტურად ფუჭია ის მარჩიელობა, რომელსაც მიმართავს ერთი ან მეორე განშტოება „ნაციონალური მოძრაობის“. დაპირისპირება მგონია, რომ რეალურია და ეფუძნება მათ კონკრეტულ სუბიექტურ ინტერესებს, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი აუცილებლად, ხელახლა დალაგდებიან ერთმანეთში, რადგან მათ აქვთ ერთნაირი მენტალობები, “ღირებულებები” , აქედან გამომდინარე, როგორც კი მათ ინტერესებს დასჭირდება ისინი თავიდან დაახლოვდებიან ერთმანეთთან. ვხედავთ, რომ ისინი იყვნენ ერთად ურწმუნოები, შემდეგ ერთად გახდნენ მორწმუნეები, ეს არის მათი საერთო მენტალიტეტის საკითხი“, - აცხადებს კობახიძე.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა