ლევან კობერიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ეს არის „ქართული ოცნების“ პიარ-სვლა - „ბუა  ნომერი 2“

„ქართული ოცნების“ პიარ-სვლა - „ბუა ნომერი 2“, - ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი კობახიძის პოზიციას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმასთან დაკავშირებით, რომ თუ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში ხმების 45% ვერ აიღებს, მთავრობის დაკომპლექტება შეუძლებელი გახდება.

ლევან კობერიძე მსგავს განცხადებებს მოსახლეობის დაშინების მცდელობად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის ერთგვარი გზავნილი მცირე პარტიებისთვის, რომ ქართულ ოცნებასთან „ვაჭრობა გახსნილია“.

„მინდა მივულოცო მომავალ 1- კაციან პარტიებს, ვაჭრობა გახსნილია. როგორც ჩანს, შიდა კვლევებში ძალიან ცუდი მონაცემი მიიღეს „ქართულ ოცნებაში“ და მიხვდნენ, რომ როგორც დამოუკიდებელ პარტიას, მნიშვნელოვნად აქვს ნდობა დაკარგული და გადავიდნენ პოლიტიკური ხრიკების ამოქმედებაზე.

„თუ ქართულ ოცნება არ აიღებს 45%-ს, მაშინ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს“ - ეს არის „ქართული ოცნების“ პიარ-სვლა - „ბუა ნომერი 2“ - ასე დავარქვი ჩემთვის. „ბუა ნომერი პირველი“ წლების განმავლობაში იყო - „მიხეილ სააკაშვილი ბრუნდება“ და აღარავის ეშინია. ყველამ დაინახა, რომ არც დამბრუნებელი არ არის და სამწუხაროდ, ეს არის თამაში „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალური მოძრაობას“ შორის.

ახლა არის „ბუა ნომერი 2“ - თუ ჩვენ არ მოგვცემთ 45%-ის ხმებს, ქვეყანაში იქნება არასტაბილურობა და პატარა 1- კაციანი პარტიები მოდით, ვაჭრობა გახსნილია და მზად ვართ, თქვენთან დავიწყოთ საუბარი.

ეს არის მოსახლეობის დაშინების მცდელობა, რომ ქვეყანაში იქნება პოლიტიკური არასტაბილურობა. მმართველი გუნდის და ხელისუფლების ეს განცხადება ძალიან სამწუხაროა. როცა განწყობაზე ვსაუბრობთ, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, სწორედ სახელისუფულებო გუნდის ასეთი განცხადებები უკვე ქმნის ინვესტორებს შორის განწყობას და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ფიქრობენ საზღვარგარეთ ხომ არ წავიდნენ,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს