ლევან გოგიჩაიშვილი აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელახლა დაარეგისტრირებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელახლა დაარეგისტრირებს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი წელიწადნახევრის წინ ჩავარდა, „გარე რეკლამის ლობიზმისა და სხვადასხვა ჩინოვნიკების ინტერესების გამო“.

„უმნიშვნელოვანესი საკითხია აზარტული თამაშები. მე ძალიან გამიკვირდა, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, რომ თქვენ მხარი დაუჭირეთ იმ სტატუს-კვოს და იმ საკანონმდებლო სივრცის შენარჩუნებას, რის გამოც ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, ზარალდებიან. ძალიან გამიკვირდა თქვენგან იმის მოსმენა, რომ თქვით „მოდი ჯერ რაღაცებს შევხედოთ და მერე ვიფიქროთ ცვლილებებზე“. ცვლილებები ჩვენ უნდა გაგვეხორციელებინა ორი წლის წინ. წელიწადნახევარია დევს კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს იმ სისტემის შექმნას, რომელიც გამორიცხავს არასრულწლოვნების ჩართულობას ამ სფეროში. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, უკვე სოციალური პრობლემები მთავარი აღარ არის, აქ უკვე უსაფრთხოების საკითხები დგას. ყველა მოქალაქე რაღაც ფორმით არის ამ სფეროსთან დაკავშირებული. ოჯახებშია პრობლემა უკვე და ადამიანებს პრობლემები უჩნდებათ საკუთარ მცირეწლოვან შვილებთან მიმართებაში. აქ რომ მოდიან მთავრობის წარმომადგენლები და გველაპარაკებიან რაღაც სფეროში რეფორმებზე, ამ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, რატომ არავინ არაფერს არ აკეთებს? სად არის წელიწადნახევარის წინ დაპირებული კანონპროექტი? არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლობა, ბოლო სამი თვის განმავლობაში რამდენიმე ახალგაზრდამ დაამთავრა სუიციდით და მოისწრაფა საკუთარი სიცოცხლე. ამ პრობლემას ხედავთ და მერე მოტანილ კანონპროექტებს აგდებთ. ამ პრობლემებს ხედავთ და არაფერს არ აკეთებთ იმიტომ, რომ ლობისტები ჰყავს სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებებით“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა