„აიპლიუსმა“ სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ექსპრეს ფილიალი გახსნა

Apple-ის ოფიციალურმა პარტნიორმა “აიპლიუსმა” სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში”, ახალი, ექსპრეს-ფილიალის გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს, „აიპლიუსის“ ექსპრეს-ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ ქარვასლას ფილიალში, 20 ოქტომბრის ჩათვლით, იქნება შემდეგი ფასდაკლებები: iPhone-ის უსადენო დამტენი, Wireless Charger ფასდაკლებით, 14 ლარად გაიყიდება; iPhone-ის დამტენი თავი და კაბელი ერთად 15 ლარი ეღირება; AirPods 2-ის შეძენა, 599 ლარის ნაცვლად 499 ლარად იქნება შესაძლებელი; ეკრანის დამცავებსა და ჩასადებებზე 50%-მდე ფასდაკლებები ცხადდება.

„სპეციალური შეთავზებები გვაქვს iPhone-ზე მყიდველებისთვის - iPhone 7-ის, iPhone 8-ის, iPhone XR-ის, iPhone XS-ის, iPhone 11-ის, ან iPhone 11 Pro-ს შეძენისას მომხმარებელი მიიღებს 50 ლარიან “ქეშბექს”, ხოლო iPhone 7 Plus-ის, iPhone 8 Plus-ის, iPhone XS Max-ის, ან iPhone 11 Pro Max-ის შეძენისას 100 ლარიანი “ქეშბექით” ისარგებლებს.

დადიანის 7 ნომერში მდებარე, სავაჭრო ცენტრის 1-ელ სართულზე, განთავსებულ ექსპრეს ფილიალში, Apple-ისა და SAMSUNG-ის ტექნიკასთან ერთად, აქსესუარები და კაბელები გაიყიდება, მომხმარებელს პროგრამული მომსახურების მიღება შეეძლება.

“ექსპრეს ფილიალის მიზანია მომხმარებლის დროის დაზოგვა, სერვისების უფრო მარტივად მიღება. ქარვასლას ექსპრეს-ფილიალის პრივილეგია გამართული პარკინიგის სისტემაა”, - აცხადებენ აიპლიუსში.

აიპლიუსი ქართულ აბზარზე 2009 წლიდან არის წარმოდგენილი, ამჟამად კომპანია ქვეყნის მასშტაბით, ქვეყნის დიდ ქალაქებში 7 ფილიალს ფლობს“, - ნათქვამია „აიპლიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა