დავით ბაქრაძე - არ გამოვა არბიტრობა, როცა ხარ დაინტერესებული მხარე - მთავრობა, საუბედუროდ, დაინტერესებული მხარეა, რომელიც ცდილობს ანაკლიის პროექტის ჩაშლას

არ გამოვა არბიტრობა, როცა ხარ დაინტერესებული მხარე. მთავრობა, საუბედუროდ დაინტერესებული მხარეა, რომელიც ცდილობს ანაკლიის პროექტის ჩაშლას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, თუკი კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, ეს მთავრობის ბრალი იქნება, რადგან სწორედ მთავრობამ შეუქმნა პროექტს პრობლემები.

„მთავრობა ერთი ხელით ყველანაირად უქმნის პრობლემებს, რომ ანაკლიის კონსორციუმი წარმატებული არ იყოს და ვალდებულებები ვერ შეასრულოს, მეორე ხელით კი ცდილობს ისე იმოქმედოს, როგორც ნეიტრალურმა არბიტრმა, რომ განსაჯოს, შეასრულა თუ არა კონსორციუმმა ვალდებულებები. გაგვიკვირდება, რომ კონსორციუმმა ამ პირობებში ვერ შეასრულოს ვალდებულებები?! როცა მისი მთავარი დამფუძნებელი და სახე სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ იმყოფება, როდესაც კონსორციუმი დატოვა ყველაზე მსხვილმა ამერიკულმა ინვესტორმა, როდესაც კონსორციუმში მოყვანილი ახალი ინვესტორები ხელისუფლებამ დაიწუნა და მინისტრმა, რომელიც დღეს არბიტრის სახით გამოდის. ამ პირობებში, როდესაც მთავრობა ყველანაირად უშლის ხელს კონსორციუმს, რომ ვალდებულებები შეასრულოს, როცა მთავრობა ყველა სიგნალს უგზავნის საერთაშორისო ინვესტორებს, რომ ამ პროექტს გააჩნია პრობლემა და პროექტი არ უნდა განხორციელდეს, სრულიად არ იქნება გასაკვირი, რომ კონსორციუმმა ვალდებულებები ვერ შეასრულოს. ოღონდ ეს მთავრობის ბრალი იქნება და არა კონსორციუმის. ამიტომ, თან ხელი შეუშალო და თან ვითომ არბიტრმა იმოქმედო, რომ შევხედავ შეასრულებენ თუ ვერა, ასე არ გამოვა”,-განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან, შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო