ფინანსთა მინისტრის მოადგილე - განათლებაზე წვდომის გაფართოებისა და სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 90 მლნ ევრო ასესხა

განათლებაზე წვდომის გაფართოებისა და სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 90 მილიონი ევრო ასესხა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სასესხო ხელშეკრულება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა.

„განათლების რეფორმა არის მნივნელოვანი მიმართულება. ორ ნაწილად გადმოგვეცემა სესხი. 60 მილიონი ევრო სკოლების მშენებლობას მოხმარდება, თუმცა რეკონსტრუქციაც და რეაბილიტაციაც იგულისხმება. 30 მილიონი ევრო კი უშუალოდ განათლების სამინისტროს მიერ განიკარგება როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით,“ - აღნიშნა კაკაურიძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დაინტერესდა, მოიაზრება თუ არა ამ დაფინანსების ნაწილში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კომპონენტიც, რაზეც კაკაურიძემ უპასუხა, რომ ამ თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლამდელი განათლების ნაწილიც, მათ შორის სკოლამდელი განათლების უფრო საგანამანათლებლო კუთხით წარმოჩენა, ვიდრე ისე როგორც ახლაა. „აქ არის გათვალისწინებული 5 წლის ასაკის ბავშვებისთვის შესაბამისი პროგრამების შემუშავება. აქვეა ასევე მასწავლებელთა გადამზადების ნაწილიც, რათა შეძლონ ამ პროგრამის სწავლება. თუმცა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეფორმას სესხის გარდა, საბიუჯეტო სახსრებიც მოხმარდება,“ - აღნიშნა კაკაურიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო