სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, ფერმერთა ასოციაცია და გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია აგროტურიზმში საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციებს მართავენ

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია აგროტურიზმში საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციებს მართავენ.

ღონისძიებას, ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების — „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე ასევე მოწვეულები არიან აგროტურიზმში ჩართული, სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები აგროტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზეც მსჯელობენ.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის განმარტებით, აგროტურიზმი საქართველოში კანონმდებლობით არ რეგულირდება. ახალი საკანონმდებლობო ინიციატივა კი მიზნად ისახავს რეგიონებში ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზების წახალისებას, ქვეყნის აგროტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციას, მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროების განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამას გარდა, მისი თქმით, საკანონმდებლო რეგულაციები სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს.

„რამდენიმე ინიციატივით შემოვდივართ. პირველი არის ის, რომ იყოს საშეღავათო პერიოდები დასაქმებული ადამიანებისთვის, ვიდრე ისინი ბიზნესს არ გამართავენ. ასევე იყოს ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობა და ამ შემთხვევაშიც დაწესდეს შეღავათი. მნიშვნელოვანია ის, რომ აგროტურიზმის განვითარება მხოლოდ ტურიზმს არ უწყობს ხელს, ეს ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების განვითარებას. მნიშვნელოვანია, კონკრეტულ სოფელში სხვა მეწარმეები ჩაერთონ და დაიწყონ სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება და შემდგომ მომარაგება. ეს უწყვეტი საწარმოო ჯაჭვის შექმნის პრეცედენტია და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო მეტად ტურიზმის წარმოჩენას.

ასევე, მეწარმეებს არ აქვთ ინფორმაცია, რას უნდა აკმაყოფილებდეს და საერთოდ რა არის აგროტურიზმი. ჩვენ გვინდა, რომ მათაც ეს ინსტრუქტაჟი მივცეთ. ვასწავლოთ, რას უნდა აკმაყოფილებდნენ, როგორც სურსათის უვნებლობის, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კუთხით", - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

საკითხის თაობაზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამაც. როგორც მან აღნიშნა, სერიოზულ პრობლემებს შორისაა დაფინანსების ინსტრუმენტებთან, ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა. ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ბევრი საერთაშორისო ტურისტი მოიზიდოს.

„საქართველოში აგროტურიზმის სფეროში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულები. მათი ნაწილი ჩართულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“, რომელიც ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება. საკანონმდებლო ინიციატივის საჭიროებაც სწორედ ამ პროექტის მონაწილე ქალებთან მუშაობის შედეგად გამოიკვეთა.

პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ ფერმერთა ასოციაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო