პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს სასამართლო ფსიქიატრული ექსპერტიზა უტარდება

პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს სასამართლო ფსიქიატრული ექსპერტიზა უტარდება. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საძაგლიშვილის ადვოკატმა, ალექსი გაბუნიამ განუცხადა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, თამარ საძაგლიშვილი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეს გადაიყვანეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება. დაახლოებით, 2-3 კვირაში, მის შერაცხადობასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნა იქნება. ამასთან, ჩვენ მივიღეთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანს მსუბუქი ხარისხის დაზიანება აქვს მიყენებული. საძაგლიშვილს მძიმე ბრალს ედავებიან - სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას. აღნიშნული დასკვნა კი, არსებითად ცვლის სასჯელის სახეს. ჩასატარებელია კიდევ ერთი ექსპერტიზა, ეს დაზიანება ტოვებს თუ არა წარუშლელ კვალს", - განაცხადა გაბუნიამ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე საგამოძიებო ვადის გაგრძელების შუამდგომლობას დააყენებს.

თამარ საძაგლიშვილს ბრალი დაჭრილი არასრულწლოვნის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მისი დის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობისთვის წაუყენეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო