გაერო-ს მონაცემებით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთის ოპერაციის შედეგად, 160 000-მა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში თურქეთის სამხედრო ოპერაციამ რთული ჰუმანიტარული ვითარება წარმოქმნა. ათობით ათასი ადამიანი უკვე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

როგორც გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის უწყებაში აცხადებენ, სულ მცირე 160 000-მა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი მას შემდეგ, რაც 9 ოქტომბერს თურქეთმა სამხედრო იერიშები დაიწყო.

ქურთების ინფორმაციით კი, მათი რიცხვი 275 000-ს აღწევს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თურქეთის შეჭრა სირიაში ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხეს ქმნის. „სამწუხაროდ, თურქეთს არ ეტყობა, რომ იგი ოპერაციის შედეგად გამოწვეულ ჰუმანიტარული ეფექტების შემსუბუქებას ცდილობდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა