ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი - თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეგვიწყვეტს, იურიდიულ დავაში გადასვლა მოგვიწევს

თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეგვიწყვეტს, მოგვიწევს იურიდიულ დავაში გადასვლა, -ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, იმ ფონზე რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა კონსორციუმს დოკუმენტაციის წარდგენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი, რას აპირებს კონსორციუმი თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეწყვეტს, ახვლედიანი აცხადებს, რომ კონსორციუმი იურიდიულ დავას დაიწყებს.

„თუ ხელშეკრულებას შეგვიწყვეტს, რა თქმა უნდა, მოგვიწევს იურიდიულ დავაში გადასვლა. მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ნაბიჯები, სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვხედავთ მთავრობის მხრიდან", - განაცხადა ახვლედიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს