ქალაქ ნურ-სულთანში აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის პლენარული შეხვედრა გაიმართა

ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნურ-სულთანში, აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის - BNSR ყოველწლიური პლენარული სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სხდომაში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მოლდოვის, საფრანგეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და აშშ-ის ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

წელს, პლენარული სხდომის ძირითადი თემა „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის ფარგლებში, გადამდები დაავადებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე მზადყოფნის და რეაგირების საკითხები იყო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემდებარე ლაბორატორიისა და სხვა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა, უცხოელ კოლეგებსა და სხვდასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოში ამ კუთხით არსებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა თავმჯდომარეობის გადაცემის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, შემდგომი ერთი წლის ვადით, საქართველომ BNSR-ის მართვის პასუხისმგებლობა ყაზახეთის რესპუბლიკას გადასცა.

ღონისძიება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ, აშშ-ის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით ჩატარდა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს