დავით ჭიჭინაძე - „ოცნებას“ მიზანი თუ ის აქვს, რომ 2020 წლისთვის ქვეყანას დაცლიან და მარტო დარჩებიან, მაშინ 45%-ზე კი არა, 100%-ც შეიძლება ავიდნენ

„ქართულ ოცნებას“ მიზანი თუ ის აქვს, რომ 2020 წლისთვის ქვეყანას დაცლიან, ან საერთოდ ყველას გაგვიშვებენ და მარტო დარჩებიან, მაშინ 45 კი არა, 100%-ც შეიძლება ავიდნენ, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი ტემპით თუ გააგრძელა საქმიანობა და საუბარი, ერთი წლის შემდეგ მათ არათუ კოალიციის შემქმნელად, კოალიციის დანამატადაც კი აღარავინ განიხილავს.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“ და მის განაყოფებს, არა მგონია, რომ მათი გადასაწყვეტი იყოს ამ ქვეყანაში მომავალი, ან ის ვის დაიჭერენ და ვის - არა.

„ლელოც“ გამოდის რაღაც მსგავსი ინიციატივით, „რევანში არ გვინდაო.“

და ეს ქვეყანა რომ გაიძარცვა, ხალხი რომ მოტყუებულია ამდენი წლის განმავლობაში, მაშინ ამ ყველაფერზე ვინ აგებს პასუხს?!

პირადად მე, წინააღმდეგი ვარ ყველაფრის პატიების, რადგან პრაქტიკულად არ არსებობს სფერო, სადაც არის სამართლიანობა. ყოველ დღე ვაწყდები იმ უსამართლობას, რომელსაც სჩადიოდა სახელმწიფო მანქანა და ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ამ მანქანას.

2012 წელში ვამბობდით, რომ აღდგებოდა სამართლიანობა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანის მიმართ უნდა აღდგეს სამართალი, ზოგადად, ქვეყნის წინაშე უნდა აღდგეს სამართლიანობა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს