ხვალ გახდება ცნობილი, დარჩებიან თუ არა პატიმრობაში  ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და ორი მაღალჩინოსანი

ხვალ გახდება ცნობილი, დარჩებიან თუ არა პატიმრობაში ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და ორი მაღალჩინოსანი, არჩილ ვანაძე და გოგა ლომაძე. გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი ხვალ, 11:30 საათზე გამოაცხადებს.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, გადაწყვეტილება სასამართლოს დღეს უნდა გამოეცხადებია, თუმცა დღევანდელ პროცესზე მხარეებმა ის შუამდგომლობა განიხილეს, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარე ბრალდებულების გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ მოითხოვს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ ბათუმის მერიასთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულები ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ.

„ჩემი ღრმა რწმენით, მოსამართლე ცდილობს, მაქსიმალურდ გაერკვეს განსხვავებით ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისგან, რომელმაც შუამდგომლობის განხილვისას სრული არაკომპეტენტურობა გამოავლინა. მოსამართლე ცდილობს, რომ მისი გადაწყვეტილება იყოს სამართლებრივად დასაბუთებული. პროკურორმა საჯაროდ განაცხადა, რომ თითქოს ბრალდებულები და ადვოკატები უკანონო გარიგებაში შევიდნენ ქალაქის მოქმედ მერთან. ანუ ამით გამოძიება ამბობს, რომ ქალაქის მოქმედმა მერმა ლაშა კომახიძემ ჩაიდინა დანაშაული“, - განაცხადა ერმაკოვის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

თავის მხრივ, პროკურორი რამაზ შავაძე ამბობს, რომ ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმით, ბრალდება მძიმეა და საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი ბიუჯეტიდან თანხის მითვისების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 5 თვის წინ დააკავა. მათ შორის 4 მაღალჩინოსანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა