არჩილ თალაკვაძე - გიორგი ლილუაშვილის სტაჟი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს

გიორგი ლილუაშვილის სტაჟი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, აქვს თუ არა გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობის უფლება, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, სუს-ის უფროსს, ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ხოლო გრიგოლ ლილუაშვილს ორი წელი 2019 წლის დეკემბერში უსრულდება.

„სხვებს თუ შეუძლიათ ამ კანონების წაკითხვა, დამიჯერთ, მასაც ძალიან კარგად შეუძლია, ორი წელი უსრულდება მას კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობის თვალსაზრისით, მაგრამ ის ადრეც მუშაობდა სხვა სამსახურებში, რომლის სტაჟიც ამ შემთხვევაში შეესაბამება კანონის მოთხოვნებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკულ პოზიციას ლილუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციას მომავალში ექნება კითხვები, უნდა დასვან საპარლამენტო ფორმატში.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციას მომავალში ექნება სამსახურის საქმიანობაზე კითხვები, ეს უნდა დასვან საპარლამენტო ფორმატებში. რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, ეს არის განათლებული, პროფესიონალი და პრინციპული ადამიანი. ის იყო საპარლამენტო გუნდის წევრი, საქმიანობდა პარლამენტში, მას აქვს უსაფრთხოების სექტორში მუშაობის გამოცდილება და რა თქმა უნდა, მას ექნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა პარლამენტში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა