გიგა ბოკერია - ივანიშვილი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არაფორმალურ მმართველს ემორჩილება, ანაკლიის პროექტის პოლიტიკურ საბოტაჟს ახორციელებს

ერთი წელია ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არაფორმალურ მმართველს ემორჩილება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის პოლიტიკურ საბოტაჟს ახორციელებენ, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის განცხადებას გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ანკლიის პროექტის გარშემო მიმდინარე პროცესები ნიშნავს იმას, რაც დღეს კონსორციუმმა გააჟღერა - საბოტაჟს. მისივე თქმით, ხელისუფლება მოტივირებულია, რომ პროექტი არ შედგეს.

„ეს არის უდავო და საჯარო. არც ჩემი ვერსიაა და არც არავის ბრალდება. ეს ყველაფერი საჯაროდ იქნა ივანიშვილის მიერ დაანონსებული და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება. ეს პროექტი ჩვენთვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ „ევროპული საქართველო“ თავისუფალი ბაზრის და ეკონომიკის მომხრე ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პროექტის განმახორციელებელი, რადგან გეოპოლიტიკური საკითხია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ანაკლიის პროექტი განხორციელდება. იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც კანონის უზენაესობას იგნორირებას უკეთებს და ღიად მოტივირებულია, რომ პროექტი არ შედგეს, წარმატებას ადგილი არ ექნება“, - აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის თქმით, მთავრობამ იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვის და კვირის მანძილზე. ამასთან, ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ „არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას დღეს აღარ აპირებენ“.

თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, 15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან, შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო