გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების - ჩორჩანას და ყობის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები „ბორდერიზაციის“ სამუშაოებს აწარმოებენ

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების - ჩორჩანას და ყობის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოებს აწარმოებენ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ვაჟა ლომიძის განცხადებით, აღნიშნული ადგილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა, მოსახლეობა 2008 წლის ომის შემდეგ ამ ადგილებში გადაადგილებისგან თავს იკავებს.

ყობის ერთადერთი მოსახლე, 65 წლის გენადი ბოსიკოვი ,,ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ სამუშაოები, ძირითადად, სოფელ ყობის სიახლოვეს, მდინარე ლოპანის ნაპირზე მიმდინარეობს.

„სოფელს გასცდნენ, ახალი სამუშაოები, რასაც რუსული ჯარის წარმომადგენლები აწარმოებენ, ჩვენ ოჯახს არ შეხებია, ანუ კვლავ საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, არც ჩემი ნაკვეთები მოყოლილა იქით. მდინარე ლოპანის ნაპირზე არიან, ახლა გაღმა გადავიდნენ. არ ჩავდივარ ქვემოთ და შესაბამისად, არ ვიცი, რით ღობავენ ან საერთოდ, რა სამუშაოებს აწარმოებენ. ადრე ვიყავი დაკავებული და ახლა საერთოდ ვერიდები, ისედაც ძალიან რთული გასაძლებია ამდენი დღის განმავლობაში ტექნიკის მოძრაობის ატანა. მაგ ტერიტორიაზე მას შემდეგ აღარ ვმოძრაობთ, რაც ომის შემდეგ რუსული ჯარი გადაადგილდება, მანამდე კი, დავდიოდით“, - განაცხადა გენადი ბოსიკოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა