არჩილ თალაკვაძე - თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

ამასთან, არჩილ თალაკვაძე აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ხაზს უსვამს პოლიტიკური სპეკულაციების არსებობას და განმარტავს, რომ „დეპუტატებს ამის აღარ სჯერათ“.

„ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. გახსოვთ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კომისიის შექმნას, შესაბამისად, მეორე უბედურება არის ის, რომ აქ ხდება პოლიტიკური სპეკულაცია. ის ადამიანები, ვინც პოლიტიკური პასუხისმგებელნი არიან თვითონ უმძიმეს დარღვევებზე, დღეს გვევლინებიან თითქოს ადამიანების, მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დამცველებად. ამას უბრალოდ დეპუტატები ვერ იჯერებენ და შესაბამისად, მხარს ვერ უჭერენ ამ ინიციატივას. მე მგონი, ამაზე ყველა დეპუტატის პოზიცია გამოჩნდა, როდესაც დადგენილების კენჭისყრა ჩატარდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა არჩილ თალაკვაძეს საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებაზე დაუსვეს კითხვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დახურულ სხდომაზე პარლამენტის წევრებმა საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„პარლამენტს აინტერესებდა ამასთან დაკავშირებული დეტალები და დახურულ სხდომაზე პარლამენტის წევრებს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით გააცნეს შესაბამისმა პირებმა. ამას ესწრებოდა ოპოზიციაც და უმრავლესობის წევრებიც. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი... პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და ყველამ თქვენ იცით, თუ რა იყო ეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა