ნატო-ს გენერალური მდივანი - სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის შემაშფოთებელია

თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში, ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის შემაშფოთებელია, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, შეშფოთებულია ოპერაციის შედეგებით.

„შეშფოთებული ვარ ასევე იმით, თუ როგორ შორს შეიძლება წავიდეს ვითარების ესკალაცია რეგიონში და როგორ შეიძლება ამან დესტაბილიზაცია, ადამიანების ტანჯვა გამოიწვიოს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას.

მისივე თქმით, იგი წუხს იმის გამო, რომ შესაძლოა, თურქეთის ოპერაციამ ე.წ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

სტოლტენბერგის განცხადებით, აუცილებელია, რომ ამ კუთხით საერთაშორისო საზოგადოების მიღწევებს საფრთხე არ დაემუქროს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა