ტედ ჯონასი - გვყავს 5 თუ 6 ინვესტორი, რომელიც მზადა ანაკლიის პროექტში ფული ჩადოს, მაგრამ ამბობენ, რომ აბრკოლებთ მთავრობის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება

პირადად მომისმენია ანაკლიის პორტის 4 ინვესტორის მხრიდან, რომ მათ აბრკოლებთ მთავრობის ნეგატიური განცხადებები, რომლებიც საჯაროდ თუ არაპირდაპირ კეთდება პროექტთან და კონსორციუმთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ტედ ჯონასმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯონასი აცხადებს, ინვესტორები მზად არიან პროექტში ფული ჩადონ, თუმცა მთავრობის დამოკიდებულება და ქმედებები მათ აბრკოლებს.

„ჩვენ გვყავს 5 თუ 6 საერთაშორისო ინვესტორი, რომელიც მზადაა პროექტში ფული ჩადოს. მთავრობამ იცის მათ შესახებ და თქვენთვისაც ცნობილია. ყოველი მათგანი ამბობს, რომ ის, რაც მათ აბრკოლებს, არის მთავრობის მხრიდან არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება, ნეგატიური განცხადებები, რომლებიც საჯაროდ თუ არაპირდაპირ კეთდება პროექტისა და კონსორციუმის წინააღმდეგ. უკვე ორი თვეა ახლადშემოერთებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვცდილობთ, მოვიპოვოთ მთავრობის კეთილგანწყობა, თუმცა ამის ნაცვლად ვიღებთ აგრესიულ დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, ინვესტორი არ ჩადებს ფულს პროექტში, რომელიც მთავრობის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულებით სარგებლობს.

დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებების და თანამშრომლობის რეჟიმი შესაძლებელს გახდის, რომ გამოსავალი გამოინახოს და შესაძლებელი გახდეს პროექტის განხორციელება,“ - განაცხადა ტედ ჯონასმა.

მისივე თქმით, 75 მილიონი უკვე ჩადებულია პროექტში და განხორციელებულია გარკვეული სამუშაოები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო