ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა - სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, ექიმებმა ჩემს შვილს ყურადღება არ მიაქციეს - ბავშვი ტიროდა, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო

ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტს მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ეხმაურებიან. როგორც გარდაცვლილი ქალის დედა აცხადებს, სამედიცინო პერსონალი მისი შვილის მიმართ გულგრილობით გამოირჩეოდა, მას არ მიაქციეს სათანადო ყურადღება.

„სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, 17:00 საათზე, ყურადღება არ მიაქციეს. თურმე ბავშვს უჭირდა, კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო. სად წამეყვენა, უკვე დაგვიანებული იყო. თვითონ უნდა მოგვეხმაროსო. გული აღარ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში, ცუდად იყო. არ მიაქციეს ყურადღება. მე ვუთხარი, გაუკეთეთ საკეისრო-მეთქი და არა, თვითონ უნდა იმშობიაროსო. ვერ იმშობიარა თვითონ. შვილი მომიკლეს. ყურადღება არ მიაქციეს, ოთხი ობოლი შვილი დატოვა“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობლის თქმით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და მსგავსი ფაქტები ამ ჰოსპიტალში ხშირად ხდება.

ამასთან, გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები ყველა იმ მედპერსონალის დასჯას ითხოვს, ვინც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა ვერ შეასრულა და ოთხი შვილის დედა დაღუპა.

„ჩვენ მოვითხოვთ რომ ის მედპერსონალი, ყველა ექიმი, ვინც აგრესიულად გვპასუხობდა, სამსახურიდან გათავისუფლდეს. ყოველდღე ხდება ასეთი შემთხვევები და სხვაც რომ არ დაიღუპოს და სხვამაც რომ არ გაიზიაროს მათი ბედი, ან ნორმალური ექიმები შეიყვანონ ან საერთოდ დაიხუროს ხაშურის საავადმყოფო“, - აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.

ერთ-ერთი ნათესავი ჰყვება, რომ კლინიკის დაცვა მშობიარემდე მისვლაში ახლობლებს ხელს უშლიდა.

„დაცვის წევრს რომ ვეუბნებოდი, შემიშვით-მეთქი, შიგნით არ მიშვებდა. ამ სიტყვებით მისტუმრებდა „ჯერ გათბობის სეზონი არ მოსულა, კარები გაგიღო, შიგნით რომ შემოგიშვა და გათბეთო?!“ ძაღლებივით ქუჩაში ვეყარეთ მთელი დღის განმავლობაში და მთელი ღამის განმავლობაში, მანამ პოლიცია არ მოვიყვანე, მანამ მომაკვდავი არ გახდა. მკვდარს გაუკეთეს საკეისრო და მკვდარს ამოუღეს ნაყოფი მუცლიდან“, - აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.

იხილეთ ვიდეო: "ყოველდღე ვიღაცა იღუპება..." - ხაშურის სამშობიაროში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა