გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 16 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, 16 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონს. კერძოდ, დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 16 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და სტუდქალაქის ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება დები იშხნელების, იოსებიძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და 26 მაისის მოედნის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის და სამგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სამასი არაგველის, არბოშიკის, ორთაჭალჰესის, შავსოფლის, იალბუზის, ბოდბის, ლუსინიანის, ბოჭორმის და გლახო ზახაროვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მოკრორაიონის, ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის და ზიგზაგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ვეძინის, რიწის, ყიფიანის, ცხემის, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, არსენას, ზაალ ქიქოძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს