როლანდ ახალაია გიგა ბოკერიას და დავით ბაქრაძეს - ლომის წვლილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში

გადავწყვიდე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ბოკერია-ბაქრაძის ინიციატივაზე. არც ერთი არ მყავს მეგობრებში, მაგრამ ვიცი, "ჩიტები" მიუტანენ ამბავს. ნაძირლობა ცუდია, მაგრამ ის უფრო უარესია , როცა ფსკერს ქვემოთაა. წლებია ხმა არ ამოგიღიათ თქვენ თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის პირდებით პოლიტიკურ ამნისტიას, ალბათ, თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლებ წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში,-ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი როლანდ ახალაია სოციალურ ქსელში წერს.

“თქვენი წინასწარი განზრახულობაც ხომ ეგ იყო, რამდენიმე პირისთვის შეგეხოცათ ხელი და გათეთრებულები დარჩენილიყავით. მიუხედავად იმისა ივანიშვილთან გარიგებულები ხართ, მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნია თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და თქვენი გადასაწყვეტი იყოს, ვინ იქნება უფრო მაღლა თქვენ თუ კანონი. ნუ გვაღიზიანებთ გამწარებულ ოჯახებს თორემ ეს უსამართლობით გამოწვეული ისედაც პიკზე მყოფი"აგრესია" თქვენსკენ მობრუნდება და მაინც არ გისურვებთ მის განცდას, მიუხედავად იმისა, ლომის წვლილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში. ეს არაა ლიტონი სიტყვები და ის აღსრულებადია. ამაში დარწმუდებით, როცა შესაფერისი დრო დადგება. საჯაროდ არაფერი გვითქვამს, ეს არ ნიშნავს იმას, არ ვიცოდეთ რა ხდებოდა ჩვენს თავს და ვის რა წვლილი მიუძღვით. არაფერი არ იმალება ხოლმე. მით უმეტეს ჩვენნაირ ერში. და ბოლოს ძალიან რომ არ გამიგრძელდეს. დღემდე არაფერი მითქვამს და აზრიც არა აქვს, მაგრამ მაინც ვიტყვი. გუნავა, შე არარაობავ, რა გადაგიხადეს ამდენი, რომ ყველაფერი გაყიდე, რისი გაყიდვაცაა შესაძლებელი. რას ეტყვი შენს შვილებს როცა წამოიზრდებიან. არა მგონია ყველა ბუნებით შენ დაგემსგავსოს და ნამუს--უნამოსობა არ გაარჩიონ. როგორ, თანაცხოვრობ შენი სიყმრის მეგობრების მტრებთან და რა ნამუსით შეგაქვს მათგან ნაბოძები და ღალატის სუნით გაჟღენთილი "სიკეთე" ოჯახში. ბოდიშს გიხდით ფეისბუქ მეგობრებო. უბრალოდ პატარა ამონახეთქია იმ უსამართლობისა და ღალატისაგან დაგროვილი მუხტისა, რასაც 7 წელია თან ვატარებ. შეიძლება ზოგს მოეწონოს, ზოგს არა, მაგრამ ვერ იტევს გული ამდენ პირადი კეთილდღეობისათვის მებრძოლი არაკაცების მოღალატურ ქმედებებეს. მწამს აუცილებლად დადგება ჟამი მოკითხვისა, თუ განკითხვისა. თუ ბედმა მარგუნა მოვესწრები. თუ არადა ცხოვრება გრძელდება და მომკითხავი მუდამ იქნება”,-წერს სოციალურ ქსელში როლანდ ახალაია.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით