რუსეთის დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები არ გადაუდგამს, არასწორია.
„რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მართებული იქნებოდა, რაც შეიძლება სწრაფად მოიხადოს ბოდიში. ძლიერი ადამიანი ყოველთვის ასე იქცევა - თუკი ის შეცდომას უშვებს, ან წინდაუხედავ ნაბიჯს დგავს, ან ემოციის ფონზე რამეს ამბობს. ხოლო თუკი ასეთ საქციელს სჩადიან სახელმწიფოს მეთაურები, რა ურთიერთობებზე შეიძლება იყოს საუბარი... ჯერ-ჯერობით, ერთადერთი გადაწყვეტილებაა ის, რაც არის მიღებული - ავიამიმოსვლის აკრძალვა. თუმცა, მივიჩნევთ, რომ ვიდრე ჩვენი ქვეყნის მიმართულებით შემხვედრი ნაბიჯები არ გადაიდგმება, საუბარი იმის შესახებ, რომ გავცვალოთ ავიამიმოსვლა, არასწორი იქნებოდა“, - განაცხადა ვოლოდინმა შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის კანტონის საბჭოს თავმჯდომარესთან, ჟან-რენ ფურნიესთან შეხვედრაზე.