ანრი ოხანაშვილი - გრიგოლ ლილუაშვილს ჩვენი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება

გრიგოლ ლილუაშვილს ჩვენი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება,-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ლილუაშვილის კანდიდატურა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია.

“გრიგოლ ლილუაშვილს სხვადასხვა უწყებებში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. მას აქვს კარგი განათლება, შესაბამისად, მას სრულად დავუჭერ მხარს და მგონია, რომ მას ჩვენი გუნდის სრული მხარადჭერა ექნება, იმ პროფესიული უნარ-ჩვევებიდან, გამოცდილებიდან და განათლებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს”,-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ცნობისთვის, ხვალ, 16 ოქტომბერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის განიხილავს იწყებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა