ჟან რენ ფურნიე - რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების გაუქმებამ შვეიცარიის მუშაობა გაართულა

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმებამ შვეიცარიის, როგორც რუსეთის საქართველოში ინტერესების წარმომადგენლის მუშაობა გაართულა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის კანტონის საბჭოს თავმჯდომარემ ჟან რენ ფურნიემ რუსეთის დუმის სპიკერთან ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრისას განაცხადა.

„რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმებამ ნეგატიული გავლენა მოახდინა და საშუალება მისცა გაძლიერებულიყო ის უმცირესობა, რომელსაც რუსეთთან კარგი დამოკიდებულება არ აქვს“, - განაცხადა ფურნიემ.

მისი თქმით, პირდაპირი რეისების გაუქმებამ დააზარალა ასევე ისინი, ვინც ორი ქვეყნის პრაგმატული ურთიერთობების მოთხოვნით გამოდის.

„ამან გამოიწვია ის, რომ დაისაჯნენ ისინი, ვინც განწყობილია კარგი ურთიერთობებისადმი. ეს გადაწყვეტილება აზიანებს მთელ ქართულ ეკონომიკას“ ,- განაცხადა ფურნიემ.

მისივე თქმით, პირდაპირი რეისების გაუქმება იქცა იმ ნაბიჯად, რომელმაც გაართულა შვეიცარიის მუშაობა, რომელიც რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა