ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს. ეკა ბესელია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გამოეხმაურა, ამავე ეთერში ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ გუნდიდან მმართველმა პარტიამ გაუშვა, ხოლო ვანო ზარდიაშვილი თვითონ წავიდა. ბესელია კობახიძის ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ „კობახიძე იაფფასიანი მატყუარა ბიჭია“

„ის ადამიანია, რომელსაც ისე შეუძლია ტყუილი თქვას, რომ უბრალოდ, არ შერცხვება ამ ტყუილის თქმის და გუშინდელი ეთერიც ამის დამადასტურებელი იყო. ის ვერ გასცდა ზარდიაშვილის სტანდარტს . მისი მთელი ღირებულებითი სისტემა ეტევა ზარდიაშვილის ფენომენში და ეს გუშინაც გამოჩნდა, რომ მისტირის იმ ადამიანს, რომელიც პარლამენტიდან სრულიად სამართლიანად გაძევდა“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელია თქმით, მას დასამალი არაფერი აქვს.

„აქ, მინდოდა გუშინ თქვენთან ვყოფილიყავი. არასდროს მქონია სურვილი კობახიძესთან დებატების, მასთან დებატების სურვილი პოლიტიკოსს როგორ უნდა გაგიჩნდეს, მაგრამ მუშინ გამიჩნდა სურვილი. მინდოდა ღია ეთერში, მთელი საზოგადოებისთვის, ვინც გიყურებდათ და გისმენდათ, მეჩვენებინა ეს უტიფარი ბიჭი . მის სახეს გაჩვენებდით, აქ რომ ვყოფილიყავი. თუ მას ეყოფა გამბედაობა, შეუძლია მიუხედავად იმისა, რომ არც ის მიმაჩნია ჩემს წონით კატეგორიაში პოლიტიკოსად, რომელთან ერთადაც უნდა ვიჯდე და რაღაც ვამტკიცო, მაგრამ ამ გამონაკლიის დავუშვებ, მოვიდეს, გაბედოს და თვალებში შემომხედოს და თქვას, რომ მე კობახიძემ გამიშვა?!

ეს ბიჭი ჩემში სიბრალულს უიწვევს, მეტს არაფერს. იმიტომ, რომ ასეთ თემებზე სპეკულაციის უფლება არ მივცე, ამაზეც(დებატზე) თანახმა ვარ. ვისი გამშვები იყო ირაკლი კობახიძე?! თქვენ უშვებთ, რომ ეკა ბესელიაირაკლი კობახიძე გაუშვებდა გუნდიდან ?! მოდი, გაბედოს და დაჯდეს. ნებისმიერ დროს მოვალ თქვენთან და მოვყვები, როგორ ელოდებოდა ოთხშაბათს, ქუთაისის პარლამენტში თბილისიდან წამოსულ ეკა ბესელიას, რა ინფორმაცია უნდა ჩამეტანა მისთვის და რა უნდა გამეგებინა იმ ათკაციან სიაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს