მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც ირაკლი კობახიძის ნათქვამი სპეკულაციურად გამოიყენა, ან აღქმის პრობლემა აქვთ ან ეს სჭირდებათ საკუთრი მიზნებისთვის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც ირაკლი კობახიძის ნათქვამი სპეკულაციურად გამოიყენა, ან აღქმის პრობლემა აქვთ ან ეს სჭირდებათ საკუთრი მიზნებისთვის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„ვინც იმ ეთერს უსმინა, საიდანაც სპეკულაციურად წამოიღეს ის ამბავი, რომ ირაკლი კობახიძემ თქვა, თითქოს გუშინ ვიღაც იყო ძალიან კარგი და დღეს არის პირიქით, იმ ადამიანს ყველას, აქვს აღქმის პრობლემები ან ბოროტულად, სპეკულაციურად ჭირდებათ რომ ასე თქვან. როდესაც შემდეგ სამი და ხუთწუთიანი ახსნა აქვს, იქ გერმანიის მაგალითები, როგორ იცვლება სისტემა, როგორ მოქმედებენ ადამიანები, რას იწვევს სისტემის შეცვლა ადამიანის ქცევაზე, როდესაც ამას ყვება ადამიანი და მერე ასე პრიმიტიულად გამოიტან გარეთ და იმეორებ მერე ყველა დებატში, ყველა გამოსვლაში, რომ გუშინ ვიღაც ცუდი იყო და დღეს არის კარგი, ან გაქვს აღქმის პრობლემა ან ასე გინდა რომ მოატყუო ხალხი“,-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა