მამუკა ხაზარაძე - ეს არის ივანიშვილის პირდაპირი მითითება - ბოლო წელიწადნახევარის განმავლობაში, მტრული დამოკიდებულება და საბოტაჟი, რაც ანაკლიის პროექტის მიმართ არსებობდა, ლოგიკური დასასრულისკენ მიჰყავთ

ჩვენს ყველა ინვესტორს როგორც მოექცნენ, რომელიც ამ რთულ სიტუაციაში მოვიყვანეთ, პირდაპირ იმის დადასტურებაა, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტი არ უნდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განაუცხადა.

მისი თქმით, ბოლო წელიწადნახევარის განმავლობაში, მტრული დამოკიდებულება, საბოტაჟი, რაც „ანაკლიის კონსორციუმისა“ და ამ პროექტის მიმართ მიმდინარეობდა, ლოგიკურ დასასრულისკენ მიჰყავთ.

„ხვალ რას გამოაცხადებენ იურიდიულად, ეს მათი ნებაა, მაგრამ ჩვენს ყველა ინვესტროს როგორც მოექცნენ, რომელიც ამ რთულ სიტუაციაში მოვიყვანეთ, პირდაპირ იმის დადასტურებაა, რომ მთავრობას ეს პროექტი არ უნდა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება კონსორციუმის მიერ მთავრობისადმი გაგზავნილ წერილს, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ეს წერილი, იურიდიული ხასიათის და აბსოლუტურად, ტექნიკური წერილია, „ამიტომ იქ ახალი არაფერი წერია“.

„არანაირი ინსინუაციები წერილში არ არის... მთელი ეს პროცესი, როგორც წარიმართა ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროა.პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მითითება, რომელიც უკვე წელიწადნახევარია გრძელდება. მისი ყურმოჭრილი მსახურები ასრულებენ ამ აქტს ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ეს არის ამის მთელი ანატომია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა