ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილ ლევან ძნელაძეს, რომელიც დააკავეს, ბრალი ხვალ ან ზეგ წარედგინება

30 სექტემბერს ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილ ლევან ძნელაძეს, რომელიც დააკავეს, ბრალი ხვალ ან ზეგ წარედგინება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებული ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ძნელაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც სხეულის განძრახ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„ბრალი არ წარდგენია მხოლოდ ვიდეოს საფუძველზე, არის გარკვეული ჩვენებები, სადაც ჩამოთვლილია მოწმეების გვარები, ასევე არსებობს ვიდეომასალაც. ეს არის ის, რაც წერია განჩნებაში და დანარჩენი, როდესაც გადმოგვცემენ მასალებს, უფრო დეტალურად მეცოდინება”, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, შსს-მ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით სულ 3 მამაკაცი დააკავა, მათ შორის ის პირიც, რომელსაც ჭრილობები მიაყენეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა