რუსეთის ელჩი სირიაში - თურქეთის ქმედებები მიუღებელია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

რუსეთი აცხადებს, რომ თურქეთსა და სირიის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებებს არ დაუშვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

"ეს მიუღებელია. შესაბამისად, რა საკვირველია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - განაცხადა სირიაში რუსეთის სპეციალურმა დესპანმა ალექსანდრე ლავრენტიევმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის დროს.

მისივე თქმით, დღემდე გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, თურქეთს სირიაში შესვლა საზღვრიდან მხოლოდ 5-10 კილომეტრის მანძილზე შეუძლია, ანკარას კი „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობა საზღვრიდან 30 კილომეტრში სურს.

ალექსანდრე ლავრენტიევმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთმა ხელი შეუწყო სირიელ ქურთებსა და დამასკოს შორის ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის თანახმადაც, სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ქურთულმა ძალებმა სირიის მთავრობას გარკვეული ტერიტორია დაუთმო.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა