ერდოღანი - ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არასდროს გამოვაცხადებთ, არანაირი სანქციები არ გვანაღვლებს

ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არასდროს გამოვაცხადებთ და ქურთულ ძალებთან მოლაპარაკებებზე არასდროს წავალთ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ბაქოდან დაბრუნების დროს ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ თურქეთი საბოლოო მიზანს არ მიაღწევს და დასძინა, რომ მათ არანაირი სანქციები არ ანაღვლებთ.

„ისინი ჩვენზე ზეწოლას ახორციელებენ და გვეუბნებიან, რომ სამხედრო ოპერაცია შევწყვიტოთ. აანონსებენ სანქციებს. ჩვენი მიზანი ნათელია. არანაირი სანქციები არ გვანაღვლებს,“- განაცხადა ერდოღანმა.

რაც შეეხება ქალაქ მანბიჯში სირიის სამთავრობო ძალების განლაგების საკითხს, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არცთუ ისე ნეგატიური ფაქტია.

„რეჟიმის მანბიჯში შესლა არცთუ ისე ნეგატიური ფაქტია. რატომ? ბოლოს და ბოლოს ეს მათი მიწაა. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ ტერორისტული ორგანიზაციები არ დარჩნენ,“ - აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, სამშაბათს მანბიჯიდან განხორციელებულ თავდასხმას თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა და თურქეთი ამის სანაცვლოდ ასადის რეჟიმს „მძიმე ფასს გადაახდევინებს.“

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა