გრიგოლ ლილუაშვილი - ქვეყნის შიგნით სახეზეა რთული, ზოგ შემთხვევაში კი ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი გამოწვევები

ქვეყნის შიგნით სახეზეა რთული, ზოგ შემთხვევაში კი ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი გამოწვევები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის კომიტეტში განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღკვეთაზე.

„მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი არასახარბიელო ვითარება არ მოქმედებს კარგად ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე. შეიარაღებულ კონფლიქტები, სამოქალაქო დაპირისპირებები და სხვა სახის კრიზისული პროცესები ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორი მყიფეა საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო.

ქვეყნის შიგნით სახეზეა რთული, ზოგ შემთხვევაში კი ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი გამოწვევები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების გაგრძელება და სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება მაქსიმალური შედეგებით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დაიცვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღმოფხვრაზე“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა