მარიამ ქვრივიშვილმა ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. მათივე ინფორმაციით, პრეს-ტური ტურიზმის ადმინისტრაციისა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით გაიმართა.

ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ძველ თბილისში შეხვდა.

პრეს-ტურში ლუქსემბურგისა და ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბეჭდური მედიის „Marie Claire”, “Plus Magazine” Tageblatt და Luxemburger Wort-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფი თბილისის შემდეგ მცხეთას, სტეფანწმინდას, გუდაურს და კახეთს ეწვევა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ. მაღალრეიტინგულ გამოცემებს მილიონობით მკითხველი ჰყავს როგორც ევროპის, ასევე აშშ-ს მასშტაბით.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ბელგიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოში ბელგიიდან და ლუქსემბურგიდან ვმასპინძლობთ წამყვან ჟურნალისტებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ისეთი გამოცემის, როგორიცაა Marie Claire-ის წარმომადგენლები სტუმრობენ საქართველოს. გაცნობითი ტურის ფარგლებში ჟურნალისტებს ვაჩვენებთ ყველა იმ ღირსშესანიშნაობას რითაც ვამაყობთ. სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის Marie Claire-ში, მალე ვიხილავთ სტატიებს, სადაც მკითხველს ურჩევენ, რომ საქართველოში იმოგზაურონ“, - განაცხადა ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო