მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია საუბრობს, რომ თუ ჩვენი გუნდის წევრი იყო, ივანიშვილთან შეხება ჰქონდა, კადრები უნდა დავბლოკოთ, მათ რომ დავუჯეროთ, “ნაცმოძრაობის” წევრების დანიშვნა მოგვიწევს

ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ თუ ჩვენი გუნდის წევრი იყო, ბიძინა ივანიშვილთან შეხება ჰქონდა, ამის გამო ასეთი კადრები უნდა დავბლოკოთ, მგონი, ისე ავიწროებენ წრეს , ბოლოს მათ რომ დავუჯეროთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დანიშვნა მოგვიწევს თანამდებობებზე,-ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანია.

“რადგან გრიგოლ ლილუაშვილს მე და საპარლამენტო უმრავლესობა პირადად ძალიან კარგად იცნობს, კიდევ უფრო თამამად დავუჭერთ მხარს, მისი პიროვნული და პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე. ამაში გასაკვირი არაფერია, როცა ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ თუ ჩვენი გუნდის წევრი იყო, ბიძინა ივანიშვილთან შეხება ჰქონდა, ამის გამო ასეთი კადრები უნდა დავბლოკოთ, მგონი, ისე ავიწროებენ წრეს, ბოლოს მათ რომ დავუჯეროთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დანიშვნა მოგვიწევს თანამდებობებზე. არ გამოვა ასე, მათი სპეკულაციური ლოგიკა და პათოსი არ გავა საზოგადოებაში და ხალხიც კარგად ხვდება ყველაფერს”, - აცხადებს მდინარაძე.

დეპუტატი ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის მოსაზრებას, სუს-ის გაუქმებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მათი “პოლიტიკური მესიჯი წამგებიანია” და არ ურჩევს.

“არ ვიცი ისინი რა ფორმით არსებობაზე მიანიშნებენ. ჩვენ ვნახეთ მათი გაკეთებული ე.წ რეფორმა , როდესაც მონსტრი შექმნეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დავალებებით მართავდა ქვეყანას და შიშის ზარს სცემდა ადამიანებს, რომლებსაც არ ეკუთვნოდათ, რომ დატერორებულიყვნენ. ამის იარაღი შექმნეს მათ თავის დროზე, თუ ამაზე მიანიშნებენ, მგონი, ეს პოლიტიკური მესიჯი წამგებიანია და არ ვურჩევ”, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მთავრობის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატს გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ. ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. სხდომა სავარაუდოდ, 15:00 საათზე განახლდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა