კარლ ჰარცელი - ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მხარე ერთიანდება, რათა ანაკლიის პროექტი ხორცშესხმული იხილონ

ანაკლიის პორტი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განუცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ პროცესს ინტერესით აკვირდება.

“რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ცალსახად ეს არის ინფრასტრუქტურული ინვესტიცია, რომელიც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამიტომ ეს არის ის, რასაც ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვაყურს. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ცხადი უნდობლობა არსებობს ზოგიერთ პარტნიორს შორის, რომელიც მოცემულ მომენტში პროცესში ჩართულია. ჩვენ ვხედავთ, რომ დისკუსიები მიმდინარეობს მედიაშიც და სხვაგანაც. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მხარე ერთიანდება, რათა აღნიშნული პროექტი ხორცშესხმული იხილონ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა