ადვოკატი ვასილ მამულაშვილი, 30-მდე ადვოკატის სახელით, „ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს მიმართავს, მარიამ კუბლაშვილის ქმედებებსა და განცხადებებზე რეაგირება მოახდინოს

ადვოკატი ვასილ მამულაშვილი, 30 - მდე ადვოკატის სახელით, „ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს მიმართავს, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველის, მარიამ კუბლაშვილის ქმედებებსა და განცხადებებზე რეაგირება მოახდინოს.

ადვოკატის თქმით, მათი მოთხოვნაა, „ადვოკატთა ასოციაციამ" შეაფასოს მარიამ კუბლაშვილის მიერ ილია ჯიშკარიანის დაცვის პროცესი და შეაფასოს, თუ რამდენად იყო ამ პროცესში პროფესიული ეთიკის ნორმები დაცული, ამასთან, ხომ არ აყენებს კუბლაშვილის საჯარო განცხადებები ადვოკატთა რეპუტაციას ზიანს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი ადვოკატთა კორპუსის რეპუტაცია და საზოგადოების თვალში მათი ნდობის შენარჩუნებაა.

„მაგალითისთვის გამოვყოფ მარიამ კუბლაშვილის დაცვის პროცესში გამოკვეთილ ნაკლოვანებებს. კონკრეტულად, დაცვის უფლება არ გულისხმობს მხოლოდ ცალსახად კლიენტის უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათ შორის ის ბრალდებები, რომლებიც იყო გაჟღერებული დაზარალებულის მიმართ დაუსაბუთებლად. ეს შეიძლება გაჟღერდეს მხარის მიერ, თუმცა ადვოკატს მეტი ვალდებულება აკისრია, როცა ამ კუთხით ამ საქმიანობას ახორციელებს. ვიღაცამ შეიძლება ჩემი ეს გამოსვლა ისე დაინახოს, თითქოს არაკოლეგიალური ვარ, თუმცა, თითოეული ადვოკატი ვალდებული ვართ, ჩვენი პოზიცია ამ შესაძლო დარღვევებზე გამოვხატოთ. როდესაც ადვოკატი სხვა პირს, ოპონენტს, მათ შორის ადვოკატებს ღია დებატებში იწვევს, რაც არის პოლიტიკური აქტი, მე ვფიქრობ აქ ირღვევა კოლეგიალობის პრინციპი. ჩემი გადმოსახედიდან ეს ადვოკატისთვის არის შეუფერებელი ქცევა და მინიმუმ არღვევს კოლეგიალობის პრინციპს, რომელიც უნდა დაიცვას ადვოკატმა“, - განაცხადა ადვოკატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა