ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილმა ხაზარაძესა და ანაკლიაზე ჯვაროსნული ლაშქრობა დააანონსა, მას შემდეგ სახელმწიფო და სამართალდამცავები კოორდინირებულად მოქმედებენ

2018 წლის ივნისიდან როცა ივანიშვილმა დააანონსა ჯვაროსნული ლაშქრობა ხაზარაძესა და ანაკლიაზე, მას შემდეგ სახელმწიფო და სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ კოორდინირებულად, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებას ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერება სურს.

"როგორც არ უნდა გაიმართლონ თავი, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი კონსორციუმს ხელს უშლიან გააგრძელოს პროექტის მშენებლობა", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

„კორუმპირებული რეჟიმის, ივანიშვილის, ჩხარტიშვილის და სხვების ინტერესები ემთხვევა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესს. სწორედ რუსეთს არ სურს, რომ აშშ იყოს შავ ზღვაზე და მოგვიტანოს მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს მთავრობამ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა წლის ბოლომდე გაუგრძელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა