„ანაკლიის კონსორციუმი“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას მიესალმება და მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს

რა თქმა უნდა, ხელშეკრულების არ შეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად სამინისტრო „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე აძლევს.

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ხელშეკრულების არ შეწყვეტასთან დაკავშირებით მისასალმებელია და ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენ, ჩვენი პოზიცია და ზოგადად, კომპანიისა და პროექტის სტატუსი გუშინ, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჩვენ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ამ პოზიციას და ვთვლით, რომ კონკრეტული დაბრკოლებებია პროექტის მიმდინარეობის პროცესში, რომელიც ერთობლივი ძალებით არის გადასალახი და გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, თვითონ არ შეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა, საჭიროა, რომ ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც, ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება გაგრძელებული მათი პარტნიორული დამოკიდებულებით. ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც არის გადასაჭრელი“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ინვესტორებთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგემელი.

„გუშინ არაერთი ფაქტი დავაფიქსირეთ, რაც მოხდა ბოლო ექვსი კვირის მანძილზე, ჩვენ ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. ინვესტორებთან მიმართებით ნაბიჯებია გასაკეთებელი, თუნდაც წერილი გასაგზავნი, შეხვედრაა ჩასატარებელი. ასევე ვფიქრობ, დაუყოვნებლივ შეხვედრაა ჩასატარებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ის საკითხები, რომლებიც აქამდეც იყო, ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდის გარშემო ერთობლივი ძალებითაა გადასაწყვეტი“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო