არჩილ თალაკვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან, დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, ხაზი გაუსვეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას.

არჩილ თალაკვაძემ ფრანგ დიპლომატს გააცნო საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგი და ქვეყანაში მიმდინარე საკვანძო რეფორმები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა იმსჯელეს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.

დიეგო კოლასმა დააფიქსირა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა