არჩილ თალაკვაძე რიჩარდ ტიბელსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის როლზე და მზარდ ინსტიტუციურ შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულმა მექანიზმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პარლამენტის როგორც კანონშემოქმედებითი, ისე საზედამხედველო ფუნქციები და პოლიტიკური პროცესი უფრო აქტიური გახადა.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ვითარებას. რიჩარდ ტიბელსმა არჩილ თალაკვაძეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს