„ანაკლიის კონსორციუმის“ დირექტორი მაია ცქიტიშვილის განცხადებაზე - ბოლო შანსებზე ნუ ვილაპარაკებთ

ბოლო შანსებზე ნუ ვილაპარაკებთ, როცა ასეთ მნიშვნელოვან პროექტზეა საუბარი, - ასე ეხმაურება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულების არ შეწყვეტითა და წლის ბოლომდე ვალდებულებების შესასრულებლად ვადების გაგრძელებით, ბოლო შანსი ეძლევა.

ლევან ახვლედიანის თქმით, ახლა საჭიროა პარტნიორულ ურთიერთობებზე გადასვლა.

„სამწუხაროა, რომ ასეთი სიტყვებია გამოყენებული. ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ გუშინ, რომ არის კონკრეტული დაბრკოლებები, რომლებიც ჩვენ ვთვლით, რომ მთავრობის მხრიდან იყო გამოწვეული. ამიტომ, ბოლო შანსებზე ნუ ვილაპარაკებთ, როცა საუბარია ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე. უნდა გადავიდეთ პარტნიორულ ურთიერთობებზე და შევეცადოთ, ყველა ძალისხმევა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს