კახა კალაძე - დიდი ეჭვი მაქვს, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივებას მიესალმება.

„გავაკეთე შეფასება მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით. ყოველთვის ვფიქრობდი, ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს, ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, ჯანსაღი ოპონირების საშუალება გაჩნდება, მაგრამ ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიცრუეს და ჭორაობას. გვეჭორავება ჩვენ და ეჭორავება საზოგადოებას. რაც შეეხება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივებას, ამას მივესალმები. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ დემონსტრირება გააკეთოს და ყველას დაუდასტუროს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პორტი და ამ პროექტის განხორციელება. თუმცა, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები",- განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს