საბავშვო ბაგა-ბაღების ავტორიზაცია, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება

საბავშვო ბაგა-ბაღების ავტორიზაცია, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეკითხვას, რომელიც ბაღების ავტორიზაციას შეეხებოდა.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ავტორიზაცია რამდენიმე კომპონენტთან არის დაკავშირებული და გარდა იმისა, რომ რესურსია საჭირო, საჭიროა გარკვეული დროც.

„დროა საჭირო იმისთვის, რომ საბავშვო ბაღების დიდ ნაწილს ჩაუტარდეს გარკვეული სარეაბილიტაციო და სარეკონსტრქუციო სამუშაოები, რათა შეძლონ ავტორიზაციის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილება. დიდი ალბათობით, ავტორიზაცია უკვე მომავალი წლიდან დაიწყება. ამავდროულად, მომდევნო წლის პირველ ნახევარში იმ საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად განხორციელდება, სადაც აუცილებელია ამის გაკეთება, იმისთვის რომ ავტორიზაციის მოთხოვნები იქნეს დაკმაყოფილებული,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღებში ავტორიზაციის დაწყების პროცესი რამდენჯერმე გადავადდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს