ადვოკატი - იუსტიციის მინისტრი პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთის უკანონო მოთხოვნას სუმბაევის ექსტრადიციაზე, რითაც უხეშად არღვევს კანონს

იაროსლავ სუმბაევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება დაუშვებელია, ვინაიდან როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე პარიზის და ჟენევის კონვენციებით დაუშვებელია პირის ექსტრადიცია ისეთ ქვეყანაში, სადაც მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები და პირს შესაძლოა მოელოდეს წამების და არაადამიანური მოპყრობის რეალური საფრთხე, - ამის შესახებ იაროსლავ სუმაბევის ადვოკატის ივანე ნორაკიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო დასკვნით, რუსეთი სწორედ იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას სამართალდამცავთა მხრიდან სისტემური ხასიათი აქვს.

„სწორედ აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება „ჰუმან რაითს ვოჩის“, „ამნესტი ინტერენეიშენალის“, ევროკავშირის მისიის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებით რუსეთის შესახებ. თუმცა იუსტიციის მინისტრი ამ ყველაფერს უგულებელყოფს და პრიორიტეტს რუსეთის უკანონო მოთხოვნას ანიჭებს სუმბაევის ექსტრადიციის შესახებ, რითაც უხეშად არღვევს კანონს და ბოროტად იყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. თეა წულუკიანის აღნიშნული გადაწყვეტილების უკანონობაზე მეტყველებს ასევე ის ფაქტი, რომ იაროსლავ სუმბაევი საქართველოში შემოსვლის შემდეგ გატაცებულ იქნა ქართველი სამართალდამცავების მიერ, რომლებმაც წამებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მას სოლიდური ფულადი თანხა გამოძალეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდნენ როგორც შსს, ისე სუს-ის თანამშრომლები, რომელთა ვინაობაც დღეის მდგომარეობით გამოძიების მიერ არის დადგენილი, თუმცა არც ერთი მათგანი პასუხისგებაში არ არის მიცემული და თუკი ი.სუმბაევის ექსტრადიცია განხორციელდა, არც არასდროს აგებენ პასუხს.

საფიქრალია, რომ თეა წულუკიანის ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილება იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადიციის თაობაზე სწორედ იმით არის განპირობებული, რომ აღნიშნულმა სამართალდამცავებმა საბოლოოდ თავი დააღწიონ პასუხისმგებლობას და ასეთი მძიმე დანაშაული გაუხსნელი დარჩეს, რაც თავის მხრივ, მძიმე სამართალდარღვევას წარმოადგენს.

ზოგადად, სამწუხარო ტენდენციად იქცა ის ფაქტი, რომ რუსეთის ნებისმიერ უკანონო მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უსიტყვოდ ასრულებენ და უკვე მერამდენე რუსეთში არსებული რეჟიმისგან დევნილი ადამიანის გადაცემას ახდენენ. აღნიშნული ფაქტების საფუძვლიანი გამოძიების შედეგად არ არის გამორიცხული პირადად იუსტიციის მინისტრის არა მხოლოდ თანამდებობრივი, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველიც კი გახდეს", - ნათქვამია იაროსლავ სუმბაევის ადვოკატის ივანე ნორაკიძის განცხადებაში, რომელსაც სამოქალაო მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო