გიორგი ლილუაშვილი - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილია გარდაცვლილი პირები, თუმცა სანამ არ გვექნება დოკუმენტი მათი გარდაცვალების შესახებ, ამ საკითხზე ვერ ვიმსჯელებთ

ჩვენი ინფორმაციით, ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში შეყვანილნი არიან გარდაცვლილი პირები, თუმცა სანამ არ გვექნება დადასტურებული მტკიცებულება - ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი გარდაცვალების შესახებ, ამაზე ოფიციალურად ვერ ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, სერგი კაპანაძის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ლილუაშვილის თქმით, სიაში შეყვანილი ზოგიერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტის დადასტურება ქართული მხარისთვის რთულია.

„ეს ინფორმაცია უნდა დადასტურდეს მთელი რიგი ექსპერიმენტების, ექსპერტიზების და ექსპერტთა ჩვენებების საფუძველზე, რასაც ჩვენი მხარე მოკლებულია, მიუხედავად არაერთი მცდელობისა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა