ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტისას დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

კერძოდ, გაიმართება შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან. გარდა ამისა, ივანე მაჭავარიანი შეხვდება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს.

უწყების ცნობით, შეხვედრების ფარგლებში განიხილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და პროგრამები, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მხარეები, ასევე, იმსჯელებენ საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა