გრიგოლ ლილუაშვილი - მუხთარლი რომ იჯდეს გლდანის ციხეში, უფრო ეფექტური გამოძიება, უფრო მოქნილი საინფორმაციო ველი გვექნებოდა

აფგან მუხთარლი რომ იჯდეს გლდანის ციხეში, უფრო ეფექტური გამოძიება, უფრო მოქნილი საინფორმაციო ველი გვექნებოდა სახეზე, - ასე უპასუხა მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა დეპუტატ თენგიზ გუნავას კითხვას, რომელიც აფგან მუხთარლის საქმეს შეეხებოდა.

როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, გამოძიების შესახებ ის დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

„არის ერთი დაუწერელი კანონი, რომელშიც ალბათ, ჩვენ ვერ შევიტანთ ეჭვს. ერთია, რამდენად მიგიძღვის სამართლებრივად ბრალი ამა თუ იმ პროცესში და მეორეა, ის მორალური ან პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რასაც იღებს ესა თუ ის კონკრეტული პირი. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი გამოძიების შედეგად რა სცენარი გამოიკვეთება და ვის რა ჩვენება აქვს მიცემული, რა თქმა უნდა, არ ვიცით, შესაბამისად, ჩემი პასუხი იქნება არაკომპეტენტური, ამ შემთხვევაში“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისივე თქმითვე, ამ გამოძიების წარმარტებს საწინდარი არის საერთაშორისო დონეზე ურთიერთთანამშრომლობა.

„გარდა ამისა, გამოძიების წარმატების საწინდარია იქ დაკავებული პიროვნების, მისი ადვოკატის, ოჯახის წევრების მიერ მიღებული ჩვენებები, რაც, რა თქმა უნდა, დროში შეიძლება იყოს გაწელილი ან შეიძლება იყოს მიუღწეველიც. ამიტომ პროკურატურას თავის ვერსიები ექნება თუ რატომ გაიწელა ეს დრო. დაკავებული რომ იჯდეს გლდანის ციხეში, მოგეხსენებათ, სიმცირე დროის, უფრო ეფექტური გამოძიება, უფრო მოქნილი საინფორმაციო ველი გვექნებოდა სახეზე. მთავარი სუბიექტი, რომელიც იმყოფება საქართველოს მიღმა სრულფასოვან მონაწილეობას ვერ იღებს საქართველოში დაწყებულ გამოძიების პროცესში,“ - აღნიშნა ლილუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა