გრიგოლ ლილუაშვილი - გავრილოვს არ ჰქონდა დარღვეული კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“

გავრილოვს არ ჰქონდა დარღვეული კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, - ასე უპასუხა მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ გიორგი კანდელაკის კითხვას, რომელიც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, გავრილოვის ვიზიტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგბელობა აიღო მთლიანად საქართველოს მთავრობამ და ეს პოზიცია არაერთხელ გამოიხატა.

„რამდენად თანაბარზომიერი იყო ეს პასუხისმგებლობის სიმძიმე ჩადენილ პროვოკაციასთან მიმართებით, ეს ჩემი შესაფასებელი არაა. მე ვფიქრობ, რომ თანაბარი და ადეკვატური იყო, ეს ჩემი პირადი აზრია და არა სამსახურის უფროსის“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

დეპუტატის კითხვაზე, გასცა თუ არა სუს-მა რეკომენდაციები გარკვეული პირების არ შემოშვებასთან დაკავშირებით, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი რეკომენდაციები რამდენიმე პირის მისამართით გაიცა და მოხდა მათი შეკავება, რადგან მისი თქმით, ამ ადამიანებს დარღვეული ჰქონდათ კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და შემჩნეულები იყვნენ დესტრუქციულ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებში.

„გავრილოვს არ ჰქონდა დარღვეული კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. გარდა ამისა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ოკუპანტი საქართველოშიც ოკუპანტია და მის ფარგლებს გარეთაც. თუ ფოტოსურათებით და განცხადებებით ვიმსჯელებთ, თქვენი პოლიტიკური გუნდის ბევრი წევრი მათთან ფოტოსურათებზე არის აღბეჭდილი, ძალიან მეგობრულ ფორმებში. თუკი ოკუპანტი არის ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტი, რატომ არ არის ის თქვენთვის საქართველოს ფარლგებს გარეთ?“- აღნიშნა ლილუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს